გიგა ბოკერია ნიკა გვარამიაზე - პრეზიდენტის პოლიტიკური განაჩენია, როცა ასეთ საქმეზე მის მთავარ ინსტრუმენტს არ იყენებს

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია უერთდება 27 მაისს დაგეგმილ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიუტანოს გზავნილი, ასევე გააგებინოს საერთაშორისო აუდიტორიასაც.

როგორც მან განმარტა, ზურაბიშვილის ზოგადი საუბრები ევროპულ არჩევანზე, არაფრისმთქმელია, თუ ის ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს.

„მინდა გავახსენო ყველას, რომ მას ეს ინსტრუმენტი წარსულში გამოყენებული აქვს ძალიან წინააღმდეგობრივ კრიმინალურ შემთხვევებზე.

გვარამიას შემთხვევაში, ზედაპირზე დევს ის, რომ ეს გაკეთებულია იმისთვის, რათა რეჟიმს ეჩვენებინა ყველასთვის, უტიფრად, თავხედურად შეიძლება დავიჭირო კრიტიკული მედიის მენეჯერი თავისი კომპანიის მანქანის გამოყენებისთვის - ასეთი საქმისთვის არ იყენებს ამდენი ხანი.

ეს ჩემთვის პოლიტიკური განაჩენია ამ პრეზიდენტზე. თუ მას სურს, რომ რაღაც მაინც გამოასწოროს მის მიერ გაფუჭებულ საქმეში, აი, ეს არის მისი შესაძლებლობა. ამას უნდა მიეძღვნას ეს აქცია და ჩვენ ამ გზავნილს მივიტანთ", - აღნიშნავს გიგა ბოკერია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს