სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, ვოლფგანგ კუბიცკის შეხვდნენ (მმართველი კოალიცია, FDP - Freie Demokratische Partei).

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, გერმანიის პარლამენტის ლიდერთან შეხვედრისას, “ლელოს” დელეგაციამ განიხილა ქართული დემოკრატიის და მართლმსაჯულების წინაშე არსებული მძიმე გამოწვევები, 12 პუნქტის შესრულების პროცესი და საქართველოს კანდიდატობის სტატუსი, ისევე როგორც უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები.

„გარდა ამისა, ALDE-ს პოლიტიკურ ოჯახში შემავალი ორი პარტიის ლიდერებმა“ლელოსა” და FDP-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს.

„ლელოს” ლიდერებმა დემოკრატიული და მართლმსაჯულების რეფორმებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს