პაატა მანჯგალაძე - საკოორდინაციო საბჭო აქციის თარიღზე მსჯელობს - 50 ათასმა პატრიოტმა ადამიანმა ათი დღით უნდა გამონახოს რამდენიმე საათი, გავიდეთ ქუჩაში და შევცვალოთ ხელისუფლება

საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფების მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო აქციის თარიღზე მსჯელობს და ოპოზიციაც თანხმდება იმაზე, რომ დანაშაულია პროტესტი არ გამოვხატოთ,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის გამოეხმაურა "პალიტრანიუსის" ეთერში თაკო ჩარკვიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ აქცია მას არ დაუანონსებია და მასზე საზოგადოებრივი ჯგუფები მსჯელობენ, ხოლო ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ პროტესტი საჭიროა.

"თაკო ჩარკვიანს არანაირი აქცია არ დაუანონსებია. ჟურნალისტის კითხვაზე საჭირო იყო თუ არა პროტესტი, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციაში მიმდინარეობს კონსულტაცია თარიღთან დაკავშირებით, როცა დიდი აქცია გაიმართება. მმართველი გუნდის ინტერესია, ეს აქცია გამოაცხადონ ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის აქციად, რომ ხალხი არ მოვიდეს, რადგან თუ რამის ეშინიათ პუტინის გარდა, ეს არის ქართველი ხალხი.

ნებისმიერი აქციის მთავარი დამკვეთი და შემსრულებელია მოქალაქე და საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფებით არიან მოქალაქეები წარმოდგენილნი. იცით, რომ ამ ჯგუფების მიერ დაორგანიზებული აქციები 2 დღე მიდიოდა და არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ გამოსულა, იყვნენ მხოლოდ ახალგაზრდები, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები. მათ შექმნეს საკოორდინაციო საბჭო და მიდის კონსულტაციები თარიღთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არის მზაობა და შეთანხმება, რომ ასეთი აქცია საჭიროა და არათუ საჭირო, დანაშაული იქნება თუ პროტესტს არ გამოვხატავთ ფრენებზე," - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, აქციის მოთხოვნა იქნება მხოლოდ ფრენების გაუქმება, თუ ხელისუფლების ცვლილება, მანჯგალაძე პასუხობს, რომ 50 ათასმა ადამიანმა ათი დღის მანძილზე უნდა გამონახოს რამდენიმე საათი და ხელისუფლების ცვლილება უნდა მოითხოვოს.

"რაიმე რთულს და შეუსრულებელს კი არ ითხოვს საქართველო ჩვენგან, ითხოვს 50 ათასმა პატრიოტმა ადამიანმა ათი დღით გამონახოს რამდენიმე საათი გავიდეთ ქუჩაში და შევცვალოთ ხელისუფლება. სამ დღეში მიაღწია რუსული კანონის წინააღმდეგ მიზანს," - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რამდენად სწორია მსგავსი მოლოდინების შექმნა, რომ კონკრეტულ ვადაში ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, მანჯგალაძე ამბობს, რომ "ფაშინიანსაც არასერიოზულად უყურებდნენ თავის დროზე, თუმცა დაიწყო აქციები და ზუსტად ათ დღეში აირჩიეს პრემიერ- მინისტრად".

"არასდროს გამოსულა ზედიზედ ამდენი ადამიანი ათი დღის განმავლობაში. გვახსოვს აქციები, როცა გაუგებარი იყო აქციის მოთხოვნები, როცა კონკრეტული მოთხოვნით გამოდიხარ, შედეგს აღწევ," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს