კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ხვდება.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს გუშინ ეწვია. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.
ქართველ მაღალჩინოსნებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი მედიასთან.