პაატა ზაქარეიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა რუსეთთან - საქართველოს ხელისუფლებას აღარ სჭირდება დასავლეთი და ყველა მიზეზს ეძებს, რათა უარი მიიღოს ამ მიმართულებით

რაც მეორედ დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ღარიბაშვილის განცხადებები არის უაღრესად ხისტი, არაკეთილსინდისიერი, არ შეესაბამება რეალობას, არაადეკვატური რეალობასთან მიმართებაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო ვიზიტების დროს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ბევრი თვალშისაცემი ტყუილი თქვა.

„ძალიან არაკეთილსინდისიერ განცხადებებს აკეთებს ღარიბაშვილი, უფრო და უფრო ხშირად. სამწუხაროდ, რაც მეორედ დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, მისი განცხადებები არის უაღრესად ხისტი, არაკეთილსინდისიერი, არ შეესაბამება რეალობას, არაადეკვატური რეალობასთან მიმართებაში. ბოლო დროს წამოვიდა პირდაპირ მამალი ტყუილები. მაგალითად ერთ-ერთი შემაშფოთებელი ტყუილი იყო, რომ მთელი მსოფლიო მუშაობდაო ჰიტლერთან მშვიდობის დასამყარებლად. მთელი მსოფლიო მუშაობდა ჰიტლერის გასანადგურებლად და არავინ არ ეძებდა ჰიტლერთან საერთო ენას და არ ფიქრობდა, რომ მშვიდობა დამყარდებოდა. ამით რუსეთზე მიანიშნა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა რუსეთთან. ასეთი ტყუილები არის უამრავი. კატარში რაც თქვა, ძალიან თვალშისაცემი ტყუილია. ჯერ ერთი 1 მილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთთან, 2 მილიარდზე მეტი გვაქვს. ევროკავშირს ჰქონდა 27 მილიარდი. ის მანიპულირებს აბსოლუტური ციფრებით და არა პროცენტებით. ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობა შემცირდა 27-დან 7 მილიარდამდე, ევროკავშირი ამცირებს, ხოლო ამ დროს საქართველო რუსეთთან ვაჭრობას ზრდის და ზრდის. 2-3-ჯერ გაიზარდა საქართველო-რუსეთის ვაჭრობა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„საქართველო ყველანაირად ცდილობს, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ხელისუფლებას უნდა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო კანდიდატის სტატუსი, დემოკრატიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო ეს მიიყვანს ძალაუფლების დაკარგვამდე, ამიტომ, მას აღარ სჭირდება დასავლეთი და ყველა მიზეზს ეძებს, რათა უარი მიიღოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში