თუ მართლა თვლიან რომ „ოცნების" ხელისუფლება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამაში ხელს უწყობს ოპოზიცია, თუ ქართველი ხალხის ოდნავი პატივისცემა მაინც აქვთ, რადიკალური ზომები უნდა მიიღონ და ზუსტად ის ნაბიჯები გადადგან, რომელიც ამ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია თავის კომფორტს ვერ ელევა.
„რით ვეღარ მოვიდა ეს სანქციები?! თან ესენი ხომ იდეის კი არა, ფულის საკეთებლად არიან ხელისუფლებაში და ყველამ კარგად იცის აქ მოპარული ფული სად აქვთ დამალული. ხოდა დაუყადაღონ! ჩამოართვან და ხალხს დაუბრუნონ.
ანუ, თუ მართლა თვლიან, რომ „ოცნების" ხელისუფლება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამაში ხელს უწყობს ოპოზიცია, თუ ქართველი ხალხის ოდნავი პატივისცემა მაინც აქვთ, რადიკალური ზომები უნდა მიიღონ და ზუსტად ის ნაბიჯები გადადგან, რომელიც ამ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
მოკლედ, „ოცნების" ხელისუფლებას მე შეშფოთებას ვერ ვატყობ, ოპოზიციაც საპირისპიროს აკეთებს ყველაფერს.
გარდა იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია თავის კომფორტს ვერ ელევა, მთავარმა ოპოზიციამ სულ მთლად იდეოლოგიური მტერი, "პატრიოტთა ალიანსი" შეიერთა. ჩვენ კიდევ ვსხედვართ და მუდამ რაღაცას ველოდებით“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.