პარტია „ქართული ოცნების“ ასპინძის ორგანიზაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ასპინძაში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, დღესვე კონფერენციები გაიმართება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.