კახა კალაძე ასპინძაში „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას დაესწრო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ასპინძაში პარტიულ კონფერენციას დაესწრო.

როგორც მან კონფერენციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სამცხე-ჯავახეთში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, სადაც გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე განიხილავენ.

„სამცხე-ჯავახეთში პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარის არჩევის პროცესი მიმდინარეობს. გუშინ ახალციხე, ადიგენისა და ბორჯომის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ავირჩიეთ. დღეს კი, ასპინძაში ვიმყოფებით.

რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები გაგრძელდება. ყველგან ჩავალთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს ვირჩევთ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ვისმენთ მათ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხზე, ვსაუბრობთ დღევანდელ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ დღეს, პარტიულ კონფერენციებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც გამართავს.

აღიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს