„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - საკრებულოს მიერ სპეცტექნიკისთვის დამტკიცებული  თანხა, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის დასუფთავებას მოხმარებოდა, ბათუმის მერის პირად კომფორტში დაიხარჯა

საკრებულოს მიერ სპეცტექნიკისთვის (ნაგამზიდისთვის) დამტკიცებული თანხა, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის დასუფთავებას მოხმარებოდა, ბათუმის მერის პირად კომფორტში დაიხარჯა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ალექსანდრე ვარშალომიძემ განაცხადა.

ვარშალომიძე ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს კითხვით მიმართავს, „თუ სად არის მისი ძველი ავტომობილი.“

„საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე 200 000 ლარის მოთხოვნით შემოვიდა სანდასუფთავება, საკრებულომ ეს თანხა გამოუყო, როგორც სპეცტექნიკის საყიდლად, მაგრამ ეს მანქანა, რაც ჩვენ გაჩვენეთ არის მხოლოდ და მხოლოდ შეძენილი ფუფუნებისთვის. სირცხვილია, როდესაც მერი არ იკვლევს ფუფუნების საკითხს და ასე მინდა მივმართო ბატონ არჩილს, თუ სად არის მისი ძველი ავტომობილი,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ალექსანდრე ვარშალომიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, ლაშა ადამიას თქმით, შპს სანდასუფთავებამ ორი ძვირადღირებული ავტომობილი ( kia sorento და kia k5) 203 800 ლარად შეიძინა.

„ბათუმის მერიამ კერძოდ, შპს სანდასუფთავებამ ორი ძვირადღირებული ავტომობილი ( kia sorento და kia k5) 203 800 ლარად შეიძინა. აქ გვაქვს ტენდერის შესყიდვის, ჩაბარების დოკუმენტაცია, რომ ეს მანქანები მან ნამდვილად ჩაიბარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფასიანი მანქანით ან არჩევნები გადააქვთ ან კიდევ სხვა მიზნებისთვის შეიძინეს,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ადამიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს