პაატა მანჯგალაძე კახა კალაძეს - ევროპამ და ამერიკამ ერთხმად აღიარეს, რომ 2008 წლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისას უნდა დაგვედო სანქციები რუსეთისთვისო, შევცდითო, მოძალადესთან თანამშრომლობა ახალისებს აგრესიასო

კახი, ევროპამ და ამერიკამ ერთხმად აღიარეს, რომ 2008 წლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისას უნდა დაგვედო სანქციები რუსეთისთვისო, - ასე ეხმაურება „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე თბილისის მერის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას.

მანჯგალაძის შეფასებით, კალაძეს დღეს ანტიდასასავლური მესიჯები შეხვდა.

„ვინმემ გააჩერეთ კალაძე, ამას დღეს ძალიან ბანძი ანტიდასავლური მესიჯები შეხვდა.

ჯერ თქვა ევროპაზე და ნატოზე წინ ტერიტორიული მთლიანობა წერიაო, თან ისე, რომ ცოცხალი თავით არ ახსენა ვის მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები.

ეხლა ევროპას ედავება ერზე მჭმუნვარე დიდი პატრიოტივით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ იყო სანქციებიო?

კახი, ევროპამ და ამერიკამ ერთხმად აღიარეს, რომ 2008 წლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისას უნდა დაგვედო სანქციები რუსეთისთვისო, შევცდითო, მოძალადესთან თანამშრომლობა ახალისებს აგრესიასო.

შენ და შენს მთავრობას კი ამ დროს და ამ ახალ რეალობაში გაქვთ გაცხოველებული ურთიერთობა რუსეთთან, რაც უკვე არა შეცდომა, არამედ მტერთან პირდაპირი კოლაბორაციაა. აღარ გააგრძელო, არავის შერჩენია ეს! " - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო