მიხეილ სააკაშვილი - ჩემთან იმყოფებოდა ანდრეი კასიანოვი - ბევრი ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა მოინახულა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან ანდრეი კასიანოვთან უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნისთვის გაწეული შრომისთვის.

„დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი, რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს