საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო  მეგობრობის ჯგუფი ყაზახეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის, საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრები ყაზახეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის მოადგილე, ოლგა პერეპეჩინას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

„დელეგაციამ, რომელსაც დავით მათიკაშვილი ხელმძღვანელობს, მადლიერება გამოხატა ყაზახური მხარის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

როგორც ოლგა პერეპეჩინამ განაცხადა, ყაზახეთის პარლამენტი საქართველოსთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებით და თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული; როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები კიდევ უფრო გააქტიურდებიან არსებული ურთიერთობების გამყარების პროცესში.

დღესვე, საქართველოს დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში „ალჟირის" საკონცენტრაციო ბანაკს ეწვია, სადაც პარლამენტარებმა პატივი მიაგეს 1938-1953 წლებში რეპრესირებული 147 ქართველი მანდილოსნის მემორიალს. „ალჟირის" ბანაკში სამშობლოს ღალატის მუხლით მსჯავრდებული პირების ცოლებს, დედებს, დებს და შვილებს ასახლებდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს