მარკ მილი - უკრაინას შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, მაგრამ არა ახლო მომავალში

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინას შეუძლია გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მაგრამ ეს ახლო მომავალში ვერ მოხდება.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ათასი რუსი ჯარისკაცია. მათი გაძევება მიღწევადია სამხედრო გზით, მაგრამ, ალბათ, არა ახლო მომავალში. რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა გაგრძელდება. სისხლიანი იქნება. რთული იქნება“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

ამასთან, რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების კომენტირებისას, რომ ბელგოროდის ოლქში განხორციელებული თავდასხმის დროს ამერიკული ჯავშანტექნიკა გამოიყენეს, ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია სთხოვს უკრაინას, აშშ-ის მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად არ გამოიყენოს.

მარკ მილის განმარტებით, მისი ოფისი იკვლევს რუსეთის ბელგოროდის ოლქთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებს.

„ამ წუთში დაზუსტებით ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს აშშ-ის მიერ მიწოდებული აღჭურვილობა, როგორი იყო თავდასხმის ხასიათი, ვინ განახორციელა. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვთხოვეთ უკრაინელებს, არ გამოიყენონ აშშ-ის მიერ მიწოდებული აღჭურვილობა რუსეთზე პირდაპირი თავდასხმებისთვის“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია