სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

“წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ”, - ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანის წინ გაშალეს.

სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია ევროკავშირში წევრობა, ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორიც 26 მაისია, საქართველოს დროშასთან ერთად უნდა იყოს გამოფენილი ევროკავშირის დროშა, რაც მათივე თქმით, “ხელისუფლებამ არ გააკეთა”.

ამასთან, აქტივისტები სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს”, “საქართველო". გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია