ჯუანშერ ბურჭულაძე - ეპოქაში, როდესაც შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა გამოწვევების წინაშეა, ჩვენი მიზანია ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ

ამ რთული, მნიშვნელოვანი გამოწვევების ეპოქაში, როდესაც შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თანმიმდევრული პოლიტიკით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გაზარდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

„პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნო დღე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლური თარიღია. ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი მოვლენაა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ყველას, ვისაც საერთო ისტორია გვაერთიანებს და აუცილებლად გვექნება საერთო, ღირსეული მომავალი. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამსახურებულ ვეტერანებს და ჩვენი ჯარის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების მხედრულ ტრადიციებს სამაგალითოდ აგრძელებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ წინაპრების ღირსეული შვილები არიან. მინდა ასევე მივესალმო და ეს დღე მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს, რომლებმაც ფიცი სწორედ დღეს დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეუერთდნენ. ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე მინდა ქედი მოვიხარო. სწორედ მათმა თავგანწირვამ და უდრეკმა სულისკვეთებამ შექმნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. 1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია და მასში მოცემული ძირითადი მიზანი დღესაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ყოფის ქვაკუთხედია - შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და უზრუნველვყოთ საზოგადოებისა და მოქალაქის განვითარების მყარი საფუძვლები. ამ რთული, მნიშვნელოვანი გამოწვევების ეპოქაში, როცა შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ესაა მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერის გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ამ გზაზე ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გავზარდეთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება. პარტნიორების მხარდაჭერით თავდაცვის ძალების საბრძოლი საშუალებების გაუმჯობესება მიმდინარეობს. ეროვნული სამხედრო მრეწველობა გავაძლიერეთ და კიდევ უფრო ვითარდება. ჩვენმა მთავრობამ პარლამენტთან აქტიური მუშაობით, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებისთვის და ახალი ინსტიტუციური რეფორმებისთვის მყარი საფუძველი შექმნა, რაც თავდაცვის ახალი კოდექსით იქნება დარეგულირებული. მინდა ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების განვითარებაში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადავუხადო ნატო-სა და ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნის გამთლიანებას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს