„ლელოს“ წევრები თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავენ

პარტია „ლელოს” წევრები თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავენ.

როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, საზოგადოების 80%-ის დაკვეთაა ჩვენი ქვეყნის ისტორიული გზის და მისწრაფებების განხორციელება, ესაა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება.

„ადამიანების პატარა ჯგუფი, რომელიც ფსევდოქართველობას და ფსევდოტრადიციებს საქართველოს ახვევენ და პრაქტიკულად ჩვენი დამპყრობლის, რუსეთის იმპერიის ზრახვებს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის თამადობით გამოხატავენ, მინდა განვუცხადო, რომ ეს თქვენ არ გაგივათ. საქართველოს ჩვენ არასდროს დავუთმობთ იმპერიას, ის არასდროს დაუბრუნდება იმ წიაღში, საიდანაც მან დიდი სისხლის ფასად დააღწია თავი.

აქვე მინდა უკრაინას გამარჯვება ვუსურვო. რუსეთის ძლევამოსილების მითი დანგრეულია. ვეთანხმები პრეზიდენტის განცხადებას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ნამდვილად თავისუფალ საქართველოს. ბრძოლა გაგრძელდება ყოველდღიურად, მოვიშორებთ ამ რუსების და პუტინის დამქაშებს საქართველოდან, მოვიშორებთ მშვიდობიანად, არჩევნების გზით და განვახორციელებთ ქართველის ხალხის ისტორიულ არჩევანს - ქართველი ერის იმ ოჯახში გაერთიანებას, სადაც საქართველო თავისი ნებით, ტრადიციით, ქართველებით, ისტორიით და კულტურით იქნება დაცული და მშვიდობა იქნება გარანტირებული მარადჟამს. ესაა დღევანდელი დღის გამოძახილი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ამ მარშით ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია.

„ჩვენ ქვეყნაში და ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩემთვის ეს დღე არის პასუხისმგებლობის დღე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავლის წინაშე. ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია, რა თქმა უნდა, აუცილებელია საქართველოს თითოეულმა მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ამ დღეს მოვეპყროთ.

რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელ სადღესასწაულო ღონისძიებებში არ არის ევროკავშირის დროშა. მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის დროშა თემატური დეკორაცია არ არის, რომელიც შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ერთ წელს თემას უხდება და მეორე წელს რაღაც სხვა თემა აირჩიოს. დროშა, ისევე, როგორც სიმბოლიკა, ეს არის პოლიტიკური და შინაარსობრივი განაცხადი თუ საით მიდის საქართველო და საით ისწრაფვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის