პაატა მანჯგალაძე - დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! არა „ქოცობას“, არა ღალატს!”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება.

„გილოცავთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ათასწლეულების მანძილზე დიდი ფასი გადავიხადეთ იმისთვის, რომ ჩვენი ერით და სახელმწიფოთი გვეამაყა. მადლობა ჩვენს გმირ წინაპრებს, ვისი მეოხებით და ბრძოლითაც თავისუფლება მოვიპოვეთ.

საქართველოს, ჩვენს თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება. 1918 წლის 26 მაისს, ჩვენ ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება, მაგრამ 1921 თებერვალს ვერ დავიცავით. ვიყოთ ფხიზლად, გამარჯვება ახლოსაა, საქართველო იქნება ერთიანი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

დღეს ასევე ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! არა „ქოცობას“, არა ღალატს!”, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა