ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლა გააპროტესტა, თუმცა „სიტყვა მოღალატე არ თქმულა“

„ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, რომ მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას მოღალატე დაუძახა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას მსგავსი სიტყვა არ უთქვამს, თუმცა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტა.

„სიტყვა მოღალატე არ თქმულა. შესაძლოა, ვიღაცამ თქვა ეგ სიტყვა, მაგრამ მე არ მითქვამს და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეს სიტყვა {მოღალატე} არ ყოფილა", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის