სალომე ზურაბიშვილი - ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების  საგანი - „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა

ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა... იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის ფორუმზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს დიასპორის ფორუმზე, სკამი პროტოკოლის დარღვევით დაუდგეს.

„მინდა, დავიწყო პატარა რაკურსით. რადგანაც ვიმყოფებით ამ არაჩვეულებრივ, განახლებულ შენობაში, სადაც დღეს საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს საგარეოს მიერ არის ორგანიზებული, არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში! ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პროტოკოლი არამხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არაფერი მოხდეს. აზრების როგორი განსხვავებაც არ უნდა იყო ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. სხვათა შორის, ამისთვის სამი წელია ვცდილობ, რომ ერთი პროტოკოლის უწყება ანუ სხვადასხვა სამინისტროების კოორდინაცია შეგვექმნა, ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საყრდენი იმიტომ, რომ ყველას აქვს თავის რაღაც კერძო, პატარა ამბიციები. პროტოკოლი ასევე არის პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე მთავარი დაცვა. თუ არა პროტოკოლი, მაშინ ჩვენ ყველგან, საერთაშორისო დონის შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ, უკან. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის ისე გამოგონილი, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას ან ამბიციებს მოერგოს... ეს როგორც პატარა შესავალი ამ საკითხზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე დიასპორის ფორუმი დატოვა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა