ირაკლი ღარიბაშვილი - თუნდაც, ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა და ორი დღე გვაკრიტიკებს ხელისუფლებას, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება

დღეს გვაქვს დემოკრატია მეგობრებო, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეს მოქალაქეებს სრული თავისუფლება აქვთ და ქვეყანა წინ მიდის.

„მე აღარ შეგაწყენთ თავს, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ საშინელი დღეები, 90-იანი წლები, უშუქობა, უგაზობა, უბედურება, კრიმინალების თარეში და მართვა, სახელმწიფო გადატრიალება, ომები, სამოქალაქო ომი, ქვეყანამ განიცადა სრული კატასტროფა. ჩვენ თუ შევადარებთ, სად ვიყავით ამ ომებამდე, სად იყო თუნდაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფა. ეს გავაკეთეთ ჩვენ, იმ დროინდელმა ხელისუფლებებმა ეს ამხელა განსაცდელი ვერ აარიდა ჩვენს ხალხს - ვთქვათ პირდაპირ. ძალიან კომპლექსური საკითხებია, მე აღარ მინდა, ამ საკითხებს ჩავუღრმავდე, ძალიან ბევრი მიზეზები იყო, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული პერიოდი. დღეს მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობა გვაქვს, სტაბილურობა, ქვეყანა ვითარდება, მივდივართ წინ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რიგ შემთხვევაში ათჯერ უფრო მეტი შედეგები, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს. განსხვავება არის მთავარი - დღეს გვაქვს დემოკრატია მეგობრებო, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია. ჩვენს მოქალაქეებს აქვს სრული თავისუფლება“, - განაცხადა პრემიერმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში