ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია - გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრი გახდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ეს ოცნება რეალობად აქციოს“.

როგორც ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არსებობენ უპასუხისმგებლო ოპონენტები, რომლებიც ისტორიის გაყალბებას ცდილობენ და ზოგჯერ უცხოური პარტნიორებიც მათი გავლენის ქვეშ ექცევიან, ამიტომ მთავრობას სიმართლის ისტორიული მიმოხილვა სჭირდება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა კიდევ უფრო მეტი პროექტი წარმოადგინოს იმისთვის, რომ დიასპორის წევრების გზა სამშობლომდე უფრო შემოკლდეს. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია და ჩვენ ყოველდღე ვშრომობთ იმისთვის, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ. მადლობა პრემიერ-მინისტრს ისტორიული მიმოხილვისთვის. სამწუხაროდ, არსებობენ უპასუხისმგებლო ოპონენტები, რომლებიც ისტორიის გაყალბებას ცდილობენ. ხშირ შემთხვევაში, მათი გაუგებარი და საფუძველმოკლებული შეფასებების გავლენის ქვეშ ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორიც ექცევა და ამიტომ გვიწევს, რომ სიმართლეზე ვისაუბროთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრი გახდეს.

მინდა ჩვენს დიასპორელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მივულოცო. მინდა მათ წარმატებული ორი სამუშაო დღე ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დისკუსიებით დავინახავთ იმ საჭიროებებს, რომლებიც ჩვენს დიასპორებს სჭირდებათ. ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მთავრობის, პარლამენტის და რაც მთავარია, ჩვენი პატრიარქის, რომელიც ძალიან მყარად და ძლიერად გვიჭერს მხარს იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ღირსეული პროექტები გავაკეთოთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა