ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციურად ზეპარტიულობა მოეთხოვება, 26 მაისს, ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს იყენებს რადიკალური ოპოზიციური ინტერესების მხარდასაჭერად

ჩვენ რომ ახლა, დავიწყოთ კონკრეტულ შეფასებებში შესვლა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სრულიად არასახელმწიფოებრივ განცხადებებთან, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ჩრდილს მიაყენებს იმ მნიშვნელოვან თარიღს, რასაც ჩვენ ყველა ვზეიმობთ [26 მაისს], - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ხელისუფლების მისამართით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

ოხანაშვილის განმარტებით, 26 მაისის, როგორც მნიშვნელოვანი თარიღიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის ის, რომ პრეზიდენტის შეფასებებში შევიდეს, თუმცა შესაფასებელი ნამდვილად ბევრია.

„მაშინ, როდესაც ჩვენ, სრულიად საქართველო ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც აწმყოსთვის,ისე ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, აქ ყველა უნდა ზრუნავდეს იმისთვის, რომ პირად ინტერესებზე მაღლა ყოველთვის დადგეს სახელმწიფოებრივი ინტერესი, როგორც ქვეყნის შიგნით კონკრეტული გზავნილებისთვის,ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ, ჩვენ რომ ახლა დავიწყოთ კონკრეტულ შეფასებებში შესვლა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სრულიად არასახელმწიფოებრივ განცხადებებთან ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩრდილს მიაყენებს იმ მნიშვნელოვან თარიღს, რასაც ჩვენ ყველა ვზეიმობთ. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს. ჩვენ მიზანმიმართულად ვამბობთ, რომ ჩვენი ინტერესი არ არის, ამ თარიღიდან, ამ მნიშვნელოვანი დღიდან გამომდინარე, რომ მის შეფასებებში შევიდეთ. თუმცა, შეფასებები, რა თქმა უნდა, ნამდვილად ბევრია. ფაქტია, რომ ის ადგილი, ის თარიღი და ის ტექსტი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელი იყო და სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი,რომელსაც კონსტიტუციურად მოეთხოვება ზეპარტიულობა და არაპარტიული ინტერესების გატარება, ამ დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს იყენებს კონკრეტული, რადიკალური ოპოზიციური ინტერესების მხარდასაჭერად. ეს არის სამწუხარო რამ. მე შეფასებაში არ შევალ. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“- აცხადებს ოხანაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო