გია ვოლსკი - პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! - დაპირისპირების გაღრმავება ჩვენს ინტერესებში არ არის, რადგან საფრთხეები მართლაც რეალურია

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! - ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების საკითხი ქართულ მხარეს არაერთხელ წამოუწევია.

ამასთან, ვოლსკიმ განმარტა, რომ რუსეთმა თავად მიიღო, როგორც პირდაპირი ფრენების შეწყვეტა წლების წინ, ასევე ახლა ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება.

„ოპონენტები, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია შემოდის, რაღაც განმარტებები შემოდის და ოპოზიციასთან, პრაქტიკულად, მათ ინტერესებთან, თანხვედრაში ხდება ხშირად განცხადებების გაკეთება, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. დაპირისპირების გაღრმავება ჩვენს ინტერესებში არ არის, რადგან საფრთხეები მართლაც რეალურია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზე, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და როდესაც ჩვენ ვაძლევთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს თანხმობას ნიშნავს, როდესაც არ აძლევ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს სანქციის გამოცხადებას, რასაც საპირისპირო სანქციები მოჰყვება. ასე რომ გახსოვდეთ, არსებობს ქვეყნების ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რუსეთსაც გააჩნია გარკვეული ინტერესები შავი კატების გამოშვების, ასე რომ ყურადღებით იყავით ყველა და რეალურად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო