„ლელოს“ ლიდერები შვედეთის საგარეო საქმეთა  სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დიანა იანსეს შეხვდნენ

პარტია „ლელო- საქართველოსთვის“ ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დიანა იანსეს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას განიხილეს ქართულ-შვედური ურთიერთობები და შვედეთის სამეფოს მიერ ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად გაღებული დახმარების მნიშვნელობა.

შეხვედრისას აგრეთვე განხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, ქართული დემოკრატიის და მართლმსაჯულების სისტემების წინაშე არსებული წინაღობები, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევები და რეფორმების პროცესი.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო