პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პროექტი „ცოდნის გავრცელების ინიციატივა - ,,დინება’’ შექმნა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პროექტი „ცოდნის გავრცელების ინიციატივა - ,,დინება’’ შექმნა და პირველი საჯარო ლექცია თემაზე „სერგეი ვიტე, რუსეთის პირველი პრემიერი საქართველოდან” თავადვე ჩაატარა.

როგორც ანა დოლიძემ ლექციის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, დღეს საჯარო სივრცე გაჯერებულია ზედაპირული გზავნილებითა და ლოზუნგებით, იმის ნაცვლად, რომ იდეები და ცოდნა გავრცელდეს.

მისივე თქმით, „დინება“ ეცდება იყოს ხიდი მათ შორის, ვისაც აქვს ინფორმაცია და ვისაც ამ ინფორმაციის მიღება სურს.

მისივე განცხადებით, ეს აქტივობა რუსეთის მხრიდან საქართველოს აქტიური კოლონიზაცია მცდელობის გარემოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

„შევქმენით პროექტი, რომელსაც „ცოდნის გავრცელების ინიციატივა“ დავარქვით. მე ძალიან დიდ საჭიროებას ვხედავ, მნიშვნელოვან საკითხებზე, ცნებებსა თუ კონცეფციებზე ხალხს ცოდნა მიეწოდოს. რამდენიმე თვის წინ, „პალიტრანიუსის“ ეთერში ვიყავი სტუმრად, როდესაც სერგეი ვიტე, საქართველოში გაზრდილი რუსეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ვახსენე და მოსახლეობისაგან იმხელა ინტერესი წამოვიდა, დავფიქრდი, რომ ხალხს არაპოლიტიკური, არაფორმალური სივრცე სჭირდებოდა. საჯარო სივრცე დღეს გაჯერებულია ზედაპირული გზავნილებითა და ლოზუნგებით, იმის ნაცვლად, რომ იდეები და ცოდნა გავავრცელოთ. უნდა მივეჩვიოთ სიღრმისეულ მსჯელობას და არა ყურმოკრულს. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ გარემოში, რაც დღეს გვაქვს, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს აქტიური კოლონიზაცია და ამ მდგომარეობაში პირველად არ ვართ. საქართველო ამ გეოპოლიტიკური გადანაწილების ნაწილი ყოველთვის იყო და მუდმივად იმპერიების კიდეში იმყოფებოდა.

იმისთვის, რომ გარემოებები სიღრმისეულად შევისწავლოთ და მათზე ვიმსჯელოთ, შევქმენით „დინება“. ეს სახელი დავარქვით იმიტომ, რომ ეს სიტყვა მოძრაობასთან და სწრაფ ცვლილებებთან ასოცირდება. „დინება“ ძალიან ფართო და აპოლიტიკური ინიციატივაა, რადგან ყველას, ვისაც ეს თემები აინტერესებს, შეუძლია შემოგვიერთდეს.

აქ არ იქნება მხოლოდ ერთი მიმართულება - კოლონიალიზმი. ლექციები შეეხება ლიდერობას, ფსიქოლოგიას, ქალების უფლებებს და ბევრ სხვა რამეს. ჩვენ ვეცდებით ვიყოთ ხიდი იმ ხალხს, რომელთაც აქვთ ცოდნა და საზოგადოებას შორის. ფორმატიც განსხვავებული იქნება - საჯარო ლექციები, პირადი შეხვედრები, ონლაინ ლექციები, პოდკასტები, წიგნის კითხვა, ბიბლიოთეკა. ვეცდებით, რომ ის, რაც რამდენიმე ადამიანმა იცის და ძალიან მნიშვნელოვანია, გავავრცელოთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან არსებული პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოში ძალიან მწვავე იქნება იმის ძიება, ვინ ვართ, ვინ უნდა ვიყოთ და რა შეგვიძლია.

ანა დოლიძის თქმით, თავისუფალი ფორმატი და საჯარო სივრცეები „დინებას“ საშუალებას აძლევს, რომ პასუხი გასცეს იმ კითხვებზე, რომლებიც მოსახლეობას გააჩნია.

„ვფიქრობ, ამ ინიციატივას ძალიან ბევრი თანამონაწილე ეყოლება და ინტერესი როგორც სტუდენტებში, ისე პროფესიონალები, რომლებიც დაიღალნენ იმ სიმარტივით, რასაც პოლიტიკურ თოქ-შოუებში ხვდებიან და რაღაც ახლის გაგება უნდათ. სტუდენტები უნივერსიტეტის საგნებში, რომლებშიც კრედიტები უნდა აიღონ, ამ ინფორმაციას ვერ მოისმენენ. უფროსებისთვის ბევრი წყარო ქართულენოვანი არ არის და ინფორმაციაზე წვდომაც შედარებით რთულია. ჩვენ ვიქნებით მთარგმნელი იმ იდეებისა, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისთვის საჭიროა. ეს ყველაფერი დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია. რუსეთთან არსებული პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან მწვავე იქნება იმის ძიება, ვინ ვართ, ვინ უნდა ვიყოთ და რა შეგვიძლია.

ფორმატი, რომლითაც ჩვენ წარვდექით, ახალია. იდეა იყო ის, რომ როდესაც დახურულ სივრცეში ხარ, გარემო ძალიან ინტიმურია და ვერავინ გხედავს. ლექცია გარეთ, ღია სივრცეში გავიტანეთ, რათა ხალხს დავენახეთ. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი გაჩერდა და დაინტერესდა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ აზროვნება და მსჯელობა მიდიოდა. ჩვენ ასე ვცდილობთ აუდიტორიის გაფართოებას, მაგრამ მგონი ყველაფერი პირიქით არის. საზოგადოებას იმდენი კითხვა აქვს და იმდენად მზადაა ამ კითხვებზე პასუხები მიიღოს, რომ აქ უკვე არის მოთხოვნა, მსგავსი სივრცე არსებობდეს. ეს არის დაკვეთა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს