ნიკა მელია - მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან - პრეზიდენტისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა

მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „პალიტრანიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც მელიამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა.

„ადამიანური თვალსაზრისით, სრულიად განსხვავებული ვალდებულება მაქვს, ვიდრე შესაძლებელია ძალიან ბევრ აქ მყოფს ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს, არ შეიძლება პროზაულად აქციო პოლიტიკური პატიმრობა ქვეყანაში და ამავე დროს გინდოდეს ევროპული, დასავლური ფასეულობები და ღირებულებები პრევალირებდეს სხვა დანარჩენ ღირებულებებზე. ეს უბრალოდ ოქრიმორინია, ერთმანეთთან არ მოდის თანხვედრაში. მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან და ქართველი ხალხის კონტექსტთან. ბოლო პერიოდში შეიცვალა კონტექსტი მსოფლიოში და შეიცვალა მისი რიტორიკაც. რამდენად დაუბრუნებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებას ნიკა გვარამიას, ამას მომავალი გვაჩვენებს. მოგვწონს - არ მოგვწონს, ფაქტია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა. მინდა დავიჯერო, რომ ამ უფლებას ის გამოიყენებს და რეალიზებას მოახდენს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და არ კერძოდ ნიკა გვარამიასთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა