ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ახორციელებს 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს, არ გვაქვს იმედი, რომ მათი უმრავლესობა კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს, თუმცა ვნახოთ - ვიმედოვნებ, მოვახერხებთ იუსტიციის საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთივე წევრი არჩეული იქნება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მნიშვნელოვანია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით.

„შევხედოთ, 3 წევრი არის უკვე არჩეული. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ხუთივე წევრი იქნება არჩეული. ეს არის მნიშვნელოვანი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეხება კითხვას, შედგება თუ არა ამ საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსენსუსი, კობახიძემ უპასუხა: „ვნახოთ, ვნახოთ, ვერ გეტყვით“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს ახორციელებს.

„ოპოზიციას არ სურს 12 პუნქტის შესრულება, ეს არის მათი პოზიცია. ისინი ახორციელებენ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს, თუმცა ვნახოთ. გვაქვს იმედი, რომ მაინც მოვახერხებთ საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევას“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა