ბადრი ჯაფარიძე - ოლგა სტეფანიშინასთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა - ჩვენი ამოცანაა, აღდგეს "ტრიო"

ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ქართულ-უკრაინული ურთიერთობები განიხილეს.

„სტოკჰოლმში მიმდინარე „ალდეს“ ყრილობაზე, სადაც 80-მდე ევროპული პარტია მონაწილეობს უკრაინულ დელეგაციას ოვაციები მოუწყვეს. ამ დელეგაციას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა ხელმძღვანელობს.

ოლგა სტეფანიშინასთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ამოცანაა აღდგეს ჩვენი ქვეყნების ტრიო და საქართველომ ისეთივე ტემპით წაიწიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში როგორც უკრაინა და მოლდოვა. ასევე, განვიხილეთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები, მათი კიდევ უფრო გაღრმავების გზები და „ლელოს“ მზაობა, რომ გააგრძელოს ჩვენი უკრაინელი მეგობრების სრული პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა