გიგა ბოკერია - პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე ჩვენ ვერ გავალთ თავისუფლების სამშვიდობოს, ამას ეძღვნება დღევანდელი აქცია

დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან „ევროპული საქართველო“ და პარტნიორი ორგანიზაციები გარუსების საწინააღმდეგო აქციას გამართავენ.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, აქცია არ იქნება სტანდარტული, არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები.

მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული გმირები, პირველი რესპუბლიკის შემქმნელები და თავისუფლებისთვის მებრძოლები ეკრანიდან მიმართავენ.

ამასთან, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-გან რამდენიმე საათიანი შეფერხების შემდეგ, ორგანიზატორებმა შეძლეს სცენის აწყობა. ადგილზე მონტაჟდება 5 ეკრანი, სადაც ნაჩვენები იქნება ფილმები, რითაც ორგანიზატორები „"ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდებიან“.

როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოსთვის რუსეთის ბანაკში ყოფნა და მასთან მოკავშირეობა რეალურად მის ვასალობას, სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმასა და თაობების ჭაობში ცხოვრებისთვის გაწირვას ნიშნავს.

„ეს ასე იყო 150 წლის წინ და ესმოდათ ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელ ადამიანებს, ასე იყო 100 წლის წინ და ასეა ახლაც. ემთხვევა ჩვენი ღია მტრების არგუმენტები ჩვენივე მთავრობის ვითომ მზრუნველობით არგუმენტებს.

სინამდვილეში ისინი ერთ საქმეს აკეთებენ, ამიტომ რუსეთთან ერთად ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს და ამ პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშეც ჩვენ ვერ გავალთ თავისუფლების სამშვიდობოს, ამას ეძღვნება დღევანდელი აქციაც“, - თქვა გიგა ბოკერიამ

პარტიის წევრი, თენგო კირთაძე აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი შეძლებს იმ ფილმის ნახვას, რომელსაც დღეს აქციაზე მყოფი მოქალაქეები იხილავენ.

მისი თქმით, ეს ფილმი უპირისპირდება „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, და შემოაქვს სიცხადე პროცესში იმის შესახებ, თუ რა არის რეალურად ქართული კულტურა, მისი ისტორიული მეხსიერება, იდენტობა და რატომ არის ევროპული გზა საქართველოსთვის უალტერნატივო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი