„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას - Toyota Care-ს სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვისა და ხარისხიანი სერვისის მიღების მიზნით, მომხმარებელს ახალ ტექნიკურ მომსახურებას - Toyota Care-ს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ Toyota Care-ს მოქნილი პირობებით შეუძლია ისარგებლოს ავტომობილის შეკეთება-განახლების მსურველმა ნებისმიერმა მძღოლმა (ფიზიკური პირი), რომელიც აღნიშნული მომსახურების მიღებაზე ცენტრს წინასწარ დაუტოვებს შეტყობინებას.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, Toyota Care-ის სერვისზე ჩაწერის შემდეგ, მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი თბილისის" წარმომადგენელი თვითონ მიაკითხავს და ევეკუატორის მეშვეობით, ავტომობილის ავტორიზებულ სერვისცენტრში გადაყვანას უსაფრთხოების სრული დაცვით უზრუნველყოფს. ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული ტექნიკოსები, ორიგინალი ავტონაწილების გამოყენებით, ავტომობილს ყველა საჭირო ტექნიკურ სერვისს პროფესიონალურ დონეზე, უმოკლეს დროში ჩაუტარებენ, რის შემდეგაც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ წარმომადგენელი ავტომობილს მითითებულ მისამართზე ევაკუატორით დააბრუნებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, ახალი მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულ მომხმარებლს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და წინასწარ დაჯავშნოს ხელსაყრელი თარიღი და დრო; www.toyota-tbilisi.com

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის