პაატა მანჯგალაძე - საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება რეალობაა და ამას ხელს უშლის „ქართული ოცნება“

საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება რეალობაა და ამას ხელს უშლის „ქართული ოცნება" – „ალდე“ მხარს უჭერს ქვეყნის ინტეგრაციას და გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ევროპაში მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, "ქართულმა ოცნება" ბიზნეს ელჩს გზავნის პუტინთან.

„შვედეთში ლიბერალებისა და დემოკრატების კონგრესზე მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარდგინებით მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ერთხმად მხარი დაეჭირა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ასევე მზადყოფნაა გამოთქმული საქართველოს ნატო- ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ რეალობაა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ამას ხელს უშლის "ქართული ოცნება". მაშინ, როცა ჩვენი ჩართულობით გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, "ქართულმა ოცნებამ" გამართა მოლაპარაკებები პუტინთან და ბიზნეს ელჩი გაუგზავნა პუტინს 26 მაისს, სულში ჩააფურთხეს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს და მადლობები გადაუხადეს ჩვენს მტერს. პარტნიორებმა დაგმეს "ქართული ოცნების" ასეთი ქმედებები (რეზოლუციაში). როცა სანქცირებულია ევროპაში რუსული კომპანიები, არ უნდა გაგრძელდეს პირდაპირი ფრენები, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, საუბარია ნიკა გვარამიაზე, მიხეილ სააკაშვილზე, ასევე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით საუბარია, რომ მიღებულ იქნას სამართლიანი გადაწყვეტილებები, მოწოდებაა, რომ შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“ 12 რეკომენდაცია, მკაცრი მოწოდებაა ასევე, შეწყვიტონ ანტიდასავლური, ანტიქართული რიტორიკა. აქეთ არის ევროპული შესაძლებლობა, იქით რუსული ჭაობი და ხელისუფლებას წოდებულმა ძალამ რუსული ჭაობისთვის გაწირა საქართველო და მისი მოქალაქე. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ჩვენ მოვიტანეთ ერთი პატარა გამარჯვება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ახლა ყველამ ერთად უნდა მოვიტანოთ გამარჯვება ამ გზაზე,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა