ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე - თუ ფიქრობთ, რომ არავითარი ფასი არ აქვს ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რაზე ვმსჯელობთ დღეს?

თუ ფიქრობთ, რომ არავითარი ფასი არ აქვს ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რაზე ვმსჯელობთ დღეს? - პლენარულ სხდომაზე დავსვამ საკითხს, საერთოდ, დადგეს თუ არა დღის წესრიგში ამ პაკეტის მეორე მოსმენით მიღების საკითხი, რადგან ეს საბოლოოდ მხოლოდ იმისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ოხანაშვილის თქმით, საქართველოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის შემოტანამდეც, მათ შორის მართლმსაჯულებასთან მიმართებით, ევროკომისიის შეფასებით იმაზე მეტი ქულა აქვს, ვიდრე იმ ქვეყნებს, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღეს.

„თუ ფიქრობთ, რომ არავითარი ფასი არ აქვს ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რაზე ვმსჯელობთ დღეს? ევროკომისიის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქამდე ეკუთვნოდა. ევროკომისიის შეფასებით, ფუნდამენტურ სფეროებში - შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა, მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა, რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა, საგარეო ურთიერთობები - 6 პუნქტია და ამ 6 პუნქტში პირველ სვეტში, ფუნდამენტური სფეროებში წერია მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, 8 ქულა გვაქვს მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას, რომელთაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს, 7 და 6 ქულა აქვთ. ამ საკანონმდებლო პაკეტის შემოტანამდე საქართველოს, მათ შორის მართლმსაჯულებასთან მიმართებით აქვთ იმაზე მეტი ქულა ვიდრე იმ ქვეყნებს, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღეს. თუ ამას არავითარ შეფასებას არ აძლევთ და თქვენი მხარდაჭერა არ აქვს, შიგნით შეიძლება ეს პოლიტიკური დღის წესრიგი არსებობდეს, მაგრამ ხომ ნეგატიურად აისახება საერთაშორისო დონეზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სახალხო დამცველის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეთ, სასამართლო რეფორმებზე მუშაობაში არ ჩაერთეთ. ახლა ფიქრობთ, რომ მე უნდა დავდგე და თქვენი ასეთი პოლიტიკური ქცევის პირობებში მე ვუპასუხო რაიმეს, თავის სამართლებელი მქონდეს. მაშინ ავდგებით და ვიტყვი, ესეც პოლიტიკური განაცხადი იქნება - აქამდეც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, რადიკალურ ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა ვერ ხდება, ამიტომ სასამართლოს რეფორმაზე პაკეტი დავხუროთ. ამ საკითხს პლენარულ სხდომაზე დავსვამ სრული პასუხისმგებლობით - საერთოდ დადგეს თუ არა დღის წესრიგში ამ პაკეტის მეორე მოსმენით მიღების საკითხი, რადგან ეს საბოლოოდ მხოლოდ იმისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს. თურმე ამ ყველაფერს, რაზეც ამდენი ხანი ვიმუშავეთ, აზრი არ აქვს. შესაბამისად, თქვენ თუ ქირურგიული ჩარევა არ ჩაატარეთ, მოსამართლეები სახელდებით არ გაუშვით, ასევე, თქვენ თუ არ მოგვეცით საბჭოში გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმი და თუ არ შეამცირეთ მენეჯერული ფუნქციის მქონე წევრები საბჭოში, არაფერს აზრი არ აქვს“,- მიმართა ოპოზიციას ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო