კახა კალაძე - ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან - ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს, გვყავს დამნაშავეები

ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს, ჰყავს დამნაშავეები.

მანვე აღნიშნა, რომ ივნისის ბოლოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა სრულად იქნება შესრულებული.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფრით და ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის განვითარება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება.

პოლიტიკური პატიმრები საკითხი დავამთავრეთ 2012 წელს. დღეს საბედნიეროდ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს დამნაშავეები. რაც შეეხება ევროპულ მომავალს და სტატუსის საკითხს - კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას და ყველანაირად წინ ვიყავით თუ შევედრებით სხვა ქვეყნებს, რომლებსაც მიენიჭათ სტატუსი, მიუხედავად ამისა აუცილებლად შევასრულებთ ამ 12-პუნქტიან გეგმას, ივნისის ბოლოს ყველაფერი იქნება შესრულებული და შემდეგ ჩვენს მეგობრებზე იქნება დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის