გიორგი მსხილაძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე - აშკარაა მცდელობა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული და შესუსტებული

აშკარაა მცდელობა იმისა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული და შესუსტებული, - ასეთია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძის პოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრების კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

როგორც მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ათამდე კონკურსი ჩატარდა, რომელსაც არც ერთი ხარვეზი, გადაცდომა და დარღვევა არ ჰქონია.

მისი თქმით, გაუგებარია, რამ გამოიწვია პროცესიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოშორება და რა გახდა იმის საფუძველი, რომ პრეზიდენტი წამყვანი როლის მატარებელი აღარ იყოს.

„ალბათ ამ ყველაფრის სავარაუდო მიზანი არის ის, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შესუსტებული და პროცესებში პრეზიდენტის ჩართულობა მაქსიმალურად ნაკლები იყოს.

პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ორჯერ წარადგინა და სამწუხაროდ, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, რის გამოც თანამდებობა ექვსი თვით დაიკავა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სხვა კანდიდატურები წარმოადგინა და პარლამენტს კონსენსუსის საშუალება მისცა. პრეზიდენტმა კალანდარიშვილის კანდიდატურა მესამედ არ წარმოადგინა. აშკარა მცდელობაა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული", - განაცხადა მსხილაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს კანონის პროექტს, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის