ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტი საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს - თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და ნიკა გვარამია

პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი იქნება ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი სხვაობა არ არის სალომე ზურაბიშვილსა და "რუსულ პარტიას" შორის.

„ის (პრეზიდენტი) საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. წინააღმდეგ შემთხვევაში ორ რუსულ შიდა ძალას შორის არის დაპირისპირება, რადგან მათ შორის საუბრის გარდა სხვაობა არაფერი არ არის, ქმედებებით აბსოლუტურად იდენტურია. ამიტომ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთმანეთს ეჯიბრებიან - ეს ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო