პეტრე ცისკარიშვილი - გვინდა, ვიმსჯელოთ სააკაშვილის როლზე პარტიის მომავალ განვითარებასა და ქართულ პოლიტიკაში - მან ევროკავშირის რელსებზე შეაყენა ქართული სახელმწიფო და ამ საქმეს თავის პარტიასთან ერთად ბოლომდე მიიყვანს

გვინდა, ვიმსჯელოთ მომავალზე, პარტიის განვითარებაზე, მიშა სააკაშვილის როლზე პარტიის მომავალ განვითარებაში და ქართულ პოლიტიკაში - სააკაშვილმა, რომელმაც პირველმა ასწია ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობასთან, შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი ინიციატორი იყო და ევროკავშირის რელსებზე შეაყენა ქართული სახელმწიფო, ამ საქმეს თავის პარტიასთან ერთად ბოლომდე მიიყვანს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს.

ამასთან, როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპრეცედენტო შიდა დემოკრატიული სტანდარტები აჩვენა.

„დღეს, ახალი პოლიტსაბჭოს პირველი გასვლითი სხდომა გვაქვს. ჩვენმა პარტიამ მართლაც უპრეცედენტო შიდა დემოკრატიული სტანდარტები აჩვენა მთელ საქართველოს, სხვა პარტიებსაც. ჩვენ შევქმენით ახალი პოლიტიკური რეალობა, პოლიტიკური სტანდარტი შიდა დემოკრატიის, რადგან ყველა რაიონში ჩვენმა მხარდამჭერებმა თავად აირჩიეს თავმჯდომარეები და ისინი არავის მიერ დანიშნულები არ არიან.

ჩვენ გვინდა, ვიმსჯელოთ მომავალზე, პარტიის განვითარებაზე, მიშა სააკაშვილის როლზე პარტიის მომავალ განვითარებაში და ქართულ პოლიტიკაში, რადგან მიხეილ სააკაშვილმა, ვის მამულებშიც დღეს ვიმყოფებით, ქართული სახელმწიფო შექმნა. საქართველოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია, რომელიც ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს, მიშას მემკვიდრეობაა, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი საქმეები აქვს გასაკეთებელი და თავისი სიტყვა აქვს სათქმელი საქართველოს მომავალსა და დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ ვხედავთ, საით მიაქანებს ეს ხელისუფლება, „რუსული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოს. მიშა სააკაშვილი, რომელმაც პირველმა ასწია ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობასთან 2004 წელს, შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი ინიციატორი იყო და ევროკავშირის რელსებზე შეაყენა ქართული სახელმწიფო, ამ საქმეს თავის პარტიასთან ერთად ბოლომდე მიიყვანს. ჩვენ გვექნება წარმატებული, განვითარებული მდიდარი, ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო