ხატია დეკანოიძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეფორმის არავითარი წინაპირობა აღარ არსებობს მაშინ, როცა კლანი გაძლიერდა, ამიტომ ვერ ვხედავ აზრს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეფორმის უკვე არავითარი წინაპირობა აღარ არსებობს მაშინ, როცა კლანი გაძლიერდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, დარჩენილი ორი კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ჩემი პოზიცია იგივეა და ამ კენჭისყრაშიც არ მივიღებ მონაწილეობას, ვინაიდან მათ უარი გვითხრეს კონსულტაციებზე, ერთპიროვნულად, ხელების გადაგრეხით, ოპოზიციიდან ხმების წამოღებით შეძლეს კლანის გაძლიერება. ამიტომ მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანი არის გაძლიერებული, ბალანსი უკვე აღარ არსებობს და ეს არის მხოლოდ მურუსიძის და ჩინჩალაძის კლანის ნაწილი, ვერ ვხედავ აზრს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღო. შევახსენებ "ქართულ ოცნებას", რომ საბჭოს რეფორმირება, კორპორატიული მართვის სტილის ჩამოშლა, დემოკრატიული პროცედურები არის ვენეციის კომისიის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა და იუსტიციის საბჭოს წევრების ბალანსირებული არჩევა იყო 12 პუნქტის რეკომენდაციაში, რაც არ შესრულდა და ჩვენი პარტნიორებიც ასევე თვლიან, რომ სასამართლოს ნაწილში რეკომენდაცია შესრულებული არ არის.

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებმა შეუვსეს ხმები "ქართულ ოცნებას". ჩემთვის ეს კენჭისყრა არავითარი პროცესი არ არის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არავითარი რეფორმის წინაპირობა უკვე აღარ არსებობს მაშინ, როცა კლანი უკვე გაძლიერდა,"- განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე, ასევე, გამოეხმაურა რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით ყოფილი თანაფრაქციელების განცხადებებს და როგორც აღნიშნა, უცნაურია, რომ ფრაქციის მთავარი საქმე ახლა მასთან და რომან გოცირიძესთან ბრძოლაა.

"მე არ მინდოდა ტალახის სროლაში შეყოლა. პარტიაში და ფრაქციაში რომ მონოლითური სიტუაცია არ არის და შესაძლებელია კიდევ ადამიანები წავიდნენ, ამაში ხდება სხვა ადამიანების დადანაშაულება, ვინც დიდი ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" მაშინ, როცა არავითარ რეგლამენტზე არ იყო საუბარი. ძალიან უცნაურია, რომ ამ პარტიას და ამ ფრაქციას, როგორც ჩანს, მთავარი საქმე აქვს ჩემთან და ბატონ რომანთან ბრძოლა, ასე განვიხილავ ამას," - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა