ირაკლი ქადაგიშვილი - დეზინტეგრაციის პროცესში იმყოფებიან და სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების ხანმოკლე გზავნილი შემოიტანეს, თითქოს აქამდე სხვა პოლიტიკაში იყო - მისი ჩართულობა ყოველთვის ქვეყნისთვის ზიანის მოტანით იყო გამოვლინებული

დეზორიენტაციის და დეზინტეგრაციის პროცესში იმყოფებიან და სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების ხანმოკლე საინფორმაციო გზავნილი შემოიტანეს, თითქოს აქამდე რომელიმე სხვა პოლიტიკაში იყო - ის ქართული პოლიტიკის ნაწილია , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად დაასახელოს.

მისივე თმით, მიხეილ სააკაშვილი არც არასდროს ჩამოშორებია ქართულ პოლიტიკას.

„მომართული იყო ყოველთვის, რომ რაც შეიძლება მეტად ჩართული ყოფილიყო და მისი ჩართულობა ყოველთვის ქვეყნისთვის ზიანის მოტანით იყო გამოვლინებული. იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღის წესრიგი არ გააჩნია და აქტიური დეზორიენტაციის და დეზინტეგრაციის პროცესში იმყოფებიან, ახალი ხანმოკლე საინფორმაციო გზავნილი შემოიტანეს მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე, თითქოს აქამდე რომელიმე სხვა პოლიტიკაში იყო, უკრაინაში ყოფნის დროსაც, ემსახურებოდა ქართულ პილიტიკაში ჩარევას. ასე რომ აქ არავითარი სიახლე არ არის, ის ქართული პოლიტიკის ნაწილია. უბრალოდ მისი შედეგი დადებითობის კუთხით ნულია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა