დავით უსუფაშვილი - „ოცნება“ გვიცხადებს, რომ არაფერს გაიზიარებს, დაგვეთანხმეთ და შეთანხმება გამოგვივაო - ევროპული ცხოვრების წესი შეთანხმებებზე გადის, ჩვენ კი ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს, რომელიც 100  წლის წინ დანერგეს ბოლშევიკებმა

„ოცნება“ პირდაპირ გვიცხადებს, რომ არაფერს გაიზიარებს, გვთავაზობს დაგვეთანხმეთო და რომ დაგვეთანხმებით, შეთანხმება გამოგვივაო, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ამ მიდგომის გამო, არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა „ხელი ჩაიქნია“ რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს გაითვალისწინებს.

„საკომიტეტო მოსმენის დარბაზი დღეს ყველაფერზე მეტყველებდა, „ლელოს" და თუ არ ვცდები, კიდევ ერთი ჩვენი კოლეგის გარდა, ამ სხდომას აღარავინ დაესწრო, რადგან ხელისუფლებასთან დიალოგზე და მასთან საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობაზე ხელი ჩაიქნია პრაქტიკულად ყველამ, მათ შორის, არასამთავრობო სექტორმა და ეს ეხება უმნიშვნელოვანეს საკითხს - სასამართლოს. „ლელო“ არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას და კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე და ყველგან დავსვამთ საკითხს, მაგრამ მე მინდა მიგანიშნოთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თემა აქამდეა მოსული, რატომ? - იმიტომ, რომ „ოცნება“ პირდაპირ გვიცხადებს, რომ არაფერს გაიზიარებს, გვთავაზობს დაგვეთანხმეთ - ხოლმეო და რომ დაგვეთანხმებით, შეთანხმება გამოგვივაო, ასე ლაპარაკობს მათ შორის სასამართლოს პროექტზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელი იყო შეთანხმება მომხდარიყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატების მხარდაჭერაზე, თუმცა, "ოცნებამ" მათ უთხრა, რომ მხარს არ დაუჭერდნენ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ვერც ერთ კანდიდატს.

„ევროპული ცხოვრების წესი გადის შეთანხმებებზე. დღეს კი ჩვენ ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს უმცირესობა - უმრავლესობის ურთიერთობებზე, რომელიც ასი წლის წინ დანერგეს ბოლშევიკებმა - „ჩვენ ბევრი ვართ, ვინც ცოტაა, წყნარად იყვნენ, ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთო“! ევროპაში სხვანაირად მსჯელობენ: იქ ამბობენ, ბევრნი ვართ, გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია, მაგრამ უმცირესობას, თუნდაც ერთ მოქალაქეს, თუ მას საღი აზრი აქვს, ვუსმენთ და გვინდა კონსენსუსური წინსვლა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს