პაველ ჰერჩინსკი - რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არ არის პოზიტიური რამ, მაგრამ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე

ცხადია, ჩვენი გადმოსახედიდან, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არ არის პოზიტიური რამ, მაგრამ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც დემარში გადასცა.

ელჩის თქმით, ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა საჭიროებდა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

„სწორია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ეს აგრეთვე მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. ამიტომაც, დამავალეს, რომ გადმომეცა გზავნილი, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდეს პირდაპირ ფრენების აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის.

ქართულმა მხარემ, ვიცე-პრემიერმა მოგვახსენა არგუმენტები, რომელიც ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ არც სანქცირებული ავიახაზები და არც თვითმფრინავები, რომელიც დასავლეთშია წარმოებული, არ გამოიყენება, მაგრამ სამწუხაროდ, ამას უფრო დიდი პოლიტიკური არსი აკლია. მსურს შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ აკრძალოს ყველა ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 27-ვე წევრი ქვეყნის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, იმ მიზნით, რომ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და შევცვალოთ რუსეთის ქცევა უკრაინის მიმართ.

ახლა, მე არ ვფლობ ინფორმაციას რაიმე დისკუსიებზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ რაიმე სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი იმართებოდეს.

ცხადია, ეს განვითარება არ არის პოზიტიური რამ ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს გადასაწყვეტია განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის