მამუკა მდინარაძე - არც დე ფაქტო და არც რეალურ სანქციებს საქართველოს მთავრობა არ აწესებს - თუ ჩვენი მეგობრების რომელიმე განცხადება რუსეთისადმი სანქციების დაწესებას მოგვიწოდებს, ჩვენი პოზიცია პრინციპულია

ევროკავშირის ელჩის განცხადების მეორე ნაწილი, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რუსეთს­ საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშრირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც ელჩმა ვიცე-პრემიერისთვის ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშის გადაცემის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა არც დე ფაქტო და არც რეალურ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ეს ქვეყანასა და მოსახლეობას დააზარალებს.

მისივე თქმით, თუ ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების რომელიმე განცხადება მთავრობას რუსეთისადმი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს, უმრავლესობის პოზიცია მაინც პრინციპული იქნება.

„პირველ რიგში, მადლობა ევროკავშირის ელჩს იმისათვის, რომ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების შეზღუდვაც და აღდგენაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად ამისა, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რუსეთს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავდა. ეს არ არის რეალური ინფორმაცია. არც პოლიტიკურ და არც ფორმალურ დონეზე არანაირი თანხმობა ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ თანხმობაზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანება და სხვებმა უნდა გასცენ, ამაზე უარის თქმა ამ სუბიექტების მხრიდან, დე ფაქტო უარი და რუსეთის მიმართ დე ფაქტო სანქციების დაწესება იქნებოდა. არც დე ფაქტო და არც რეალურ სანქციებს საქართველოს მთავრობა არ აწესებს, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქართველოსა და მის მოქალაქეებს დააზიანებს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ქვეყანას დააზიანებს, ჩვენ არ ვაპირებთ.

2022 წელს ევროკავშირისა და რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბმა 251 მილიარდი ევრო იყო. დღეში ეს 700 მილიონ ევროს ნიშნავს. საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან ევროკავშირის ოთხდღიან ვაჭრობას უტოლდება. როდესაც ასეთი სტატისტიკა ხელის გულზეა, ჩვენ არ ვართ მოწოდებულები, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საყვედურები მივიღოთ. თუ ჩვენი მეგობრების რომელიმე განცხადება რუსეთისადმი სანქციების დაწესებას მოგვიწოდებს, ჩვენი პოზიცია პრინციპულია, სანქციებით მოქალაქეებისა და ქვეყნის დაზიანებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში