ირაკლი ზარქუა - ვინც ჰყავს ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი, როგორც პირველ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა და სამარცხვინოდ წარმოაჩინა პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთან მიმართებაში

მე მგონია, რომ ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა - ამ ყველაფერს სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს „დირიჟორმა“ პირველი დემარშის დროს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ეხებოდა, დემარშის ავტორები სამარცხვინოდ წარმოაჩინა და მეორე შემთხვევასთან მიმართებითაც, ანალოგიურად გვაქვს საქმე.

"მე მგონია, რომ ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა. იცით, რომ ეს დემარში ნომერი 2-ია. პირველს შეგახსენებთ, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხელი მოაწერინეს ელჩებს, არ ვიცი სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ქმედებებს და შემოატანინეს ეს განცხადება დემარშის, სადაც თურმე ეწერა, რომ სააკაშვილს ვწამლავთ, ხელისუფლება ცუდ პირობებში ამყოფებს და ექვემდებარება გადაყვანას უცხო ქვეყანაში. მერე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არც მოწამლული არისო და არა თუ ქვეყნიდან გაყვანას, არამედ კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არსებობსო. ამით ის პირველი დემარში გააქარწყლა და თქვა, რომ "აზრზე მოდით, შეცდომაში ხართ შეყვანილი". რაც შეეხება მეორე დემარშს - შემოიტანეს განცხადება და მისი სულისკვეთება რა არის? ე.ი. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, მათ რომ მიეცათ შესაძლებლობა ვიზის გარეშე, დამატებითი ხარჯების გარეშე სამშობლოში დაბრუნდნენ, ჩვენ გვთხოვენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს სანქცია დავუწესოთ? ეს არის არსი? აბა, რუსეთის მოქალაქეები ისედაც შემოდიან. შემოდიან ლარსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან. პრობლემა რაშია? ვინც ჰყავს ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი, როგორც პირველ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა და სამარცხვინოდ წარმოაჩინა პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთან მიმართებაში. საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა ზარქუამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი