ირაკლი კობახიძე - დღეს იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით კენჭისყრა არ იქნება - დროს დავიტოვებთ, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს, დარწმუნებულიც ვართ, რომ აუცილებლად მოხერხდება დარჩენილი ორი წევრის არჩევა

დღეს იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით კენჭისყრა არ იქნება. ჩვენ დროს დავიტოვებთ იმისათვის, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს - დარწმუნებულიც ვართ, რომ აუცილებლად მოხერხდება დარჩენილი ორი წევრის არჩევაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხში ოპოზიციის უმრავლესობის იმედი არ აქვს, თუმცა ამ გადაწყვეტილების გარშემო 90 დეპუტატის ხმის მოგროვება შესაძლებელია და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ვადაში არ არის შეზღუდული ეს პროცედურა. დარჩენილია მესამე ტური, ოთხი კანდიდატი. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, დარწმუნებულიც ვართ, რომ აუცილებლად მოხერხდება დარჩენილი ორი წევრის არჩევაც.

ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც ვთავაზობთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ კანდიდატებს, რითაც ისინი გამოხატავენ საკუთარ ერთგულებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. ისინი ამ შემთხვევაში აუცილებლად შეიტანენ წვლილს 12 პუნქტის შესრულებაში. ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესი,“ - განაცხადა კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა