ანა ნაცვლიშვილი - მძიმე იყო საქართველოს პრემიერის სტატუსით მოძრავი ადამიანის განცხადების მოსმენა, მან არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე გამოხატა უარი, არამედ, ნატო-ში ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი

მძიმე იყო საქართველოს პრემიერის სტატუსით მოძრავი ადამიანის განცხადების მოსმენა მორიგი გლობალური სამიტიდან, სადაც არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე გამოხატა უარი, არამედ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი - მძიმეა, ასეთ ნათელ, მკაფიო, მოღალატეობრივ გზავნილებს ისმენდე საერთაშორისო ტრიბუნიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც გლობალური უსაფრთხოების სამიტზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს.

„იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ხვალ, ბრიუსელში ისაუბროს, გააჟღერებს, რა სურს ქართველ ხალს - არა ხელისუფლებას, რომელიც დროებითი და წარმავალია, არამედ ქართველ ხალხს. საუბარი იყო რეფერენდუმსა და პლებისციტზე. ვინც არ იცის - ჩატარებულია რეფერენდუმიც და პლებისციტიც და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას თავისი მკაფო არჩევანი გაკეთებული აქვს. საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გარანტირებული ჩანაწერია, კობახიძემ რაღაც მათემატიკური ანგარიშგება წარმოადგინა იმის შესახებ, რომ თურმე უფრო მომგებიანი ყოფილა რუსეთთან ყოფნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება. არაფერი რომ არ იცის, გავიგეთ - მათემატიკაშიც ძალიან სუსტი ყოფილა, ფაქტობრივი სისულელეები ილაპარაკა იმის შესახებ, თურმე, რა მომგებიანი შეიძლება იყოს ეს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში