ანრი ოხანაშვილი - სამუშაო ჯგუფში არ მონაწილეობდე და შემდეგ ბრტყელი პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდე, ეს ფარისევლობა და ფარსია

სასამართლო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც შაბათს გაიმართა, პრაქტიკულად არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ მობრძანდა და დღეს ბრტყელი სიტყვები გვესმის მათი გამოსვლიდან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ოპოზიციის მიერ სასამართლოს სამუშაო ჯგუფში დაყენებულ სამ ძირითად მოთხოვნაზე ისაუბრა.

„ეს არის ე.წ. ორჯერ ორი მესამედით გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არის არაევროპული წესი, რომელიც ანტიდემოკრატიული წესია და ნიშნავს უმცირესობის ბატონობას უმრავლესობაზე, რაც არც ერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს. მეორე, ეს ხალხი ითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას ჰქონდეს კვოტა და ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერით არჩეულმა საბჭოს წევრებმა დაბლოკონ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოსთვის. აქაც სასამართლო სისტემის პოლიტიზება სურთ და მესამე, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ არის საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარეების ოდენობის შემცირებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ და თავსებადია ვენეციის კომისიის სტანდარტებთან. ფარისევლობა და ფარსია სამუშაო ჯგუფში არ იღებდე მონაწილეობას და შემდგომ ბრტყელი პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდე და აბსოლუტურად მიკერძოებით აფასებდე სიტუაციას. ეს სამწუხარო მოცემულობაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო