დაყენდი, ნუ უზრდელობ, შენ არავინ გეკითხება რას ვიტყვი პარლამენტის სხდომაზე, - ასე მიმართა„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, სახელისუფლებო პარტია მტრის ინტერესებით თამაშში დაადანაშაულა.
„დაყენდი, ნუ უზრდელობ, შენ არავინ გეკითხება რას ვიტყვი პარლამენტის სხდომაზე. რა არის შეურაცხყოფა, ივანიშვილის ხსენება არის შეურაცხყოფა? პუტინთან კუდის ქიცინი არ არის შეურაცხყოფა?
საქართველოს და ქართველ ხალხს რომ პუტინმა შეშლილები ეძახა, ეს გააპროტესტე? აი ეს არის ნამდვილი ღალატი და ნაძირლობა. არავის ეშინია თქვენი მუქარების. თქვენ არც ივანიშვილის ერთგულები არ ხართ. მასში ხედავთ ძალაუფლებას, საშოვარს, კომფორტს და ეს მოგწონთ, როგორც კი მას პრობლემა შეექმნება პირველები იქნებით, ვინც უარყოფთ მას“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.