გივი მიქანაძე - ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩების დემარში აბსოლუტურად უსაფუძვლო და გაუგებარია - სამწუხაროა, როცა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ასეთი ნაბიჯი იდგმება

ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩების დემარში აბსოლუტურად უსაფუძვლო და გაუგებარია - სამწუხაროა, როცა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ასეთი ნაბიჯი იდგმება, - ეს განცხადება დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძის თქმით, ვერავინ დაასაბუთებს, რომ საქართველო რუსეთის მიერ გამოყენებული იყო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად - "ეს არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება".

როგორც ამ კონტექსტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩების ერთ ასეთ დემარშს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უპასუხა.

“დემარშს ადგილი ჰქონდა იუსტიციის მინისტრთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ, რითაც ყველაფერს პასუხი გაეცა როგორც დემარშზე, ასევე ხელოვნურად მოგონილ ჭორებზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, მისი ადვოკატები, ოჯახი და თანაგუნდელები ქვეყნის საზიანოდ ავრცელებდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ მტკიცე პოზიცია დააფიქსირა და ნახეთ, რომ ენა ჩაუვარდათ.

როდესაც საუბარია ფრენების აღდგენაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ საზღვარი არასდროს დაკეტილა. საზღვარი მოქმედი იყო და ადამიანებს, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა, ტრანზიტულ გზებს იყენებდნენ და საქართველოში მაინც ჩამოდიოდნენ. რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2010 წელს, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს აღდგა. მაშინ კაცი-შვილს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ ავიამიმოსვლის შესაძლებლობა ცალმხრივად გააუქმეს. რეისებს მხოლოდ ის ავიაკომპანიები ასრულებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ არიან შესული. ვერც ერთი ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულთა სიაშია, ავიამიმოსვლას ვერ განახორციელებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის