პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი ხალხის ნება შეუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოებისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

„თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმება ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას და შთამბეჭდავს უწოდებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართ ქართველი ხალხის ნების ღია გამოხატულებას.

პრეზიდენტები, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მჭიდრო კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი