კომუნისტებმა გაჯობეს ირაკლი, მშვიდობაში, - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პრემიერ- მინისტრს, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ "სხვა მთავრობების პერიოდში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ჰქონდა ომი და ესკალაცია, "ქართული ოცნების" პერიოდში კი ეს არ ყოფილა და ქვეყანას ტერიტორიებიც არ დაუკარგავს".
"უფრო მეტიც, ღარიბაშვილს შევახსენებ - საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას არანაირი პრობლემა არ ჰქონია რუსეთთან, ჰქონდა სიმბოლური დროშა, გერბი, რესპუბლიკა გვერქვა და ქართული ენა არ იყო ქართული ენა - წარმოება მიდიოდა რუსულად, ტერიტორიები გააჩუქეს... კომუნისტებმა გაჯობეს ირაკლი, მშვიდობაში", მაშინ რად გვინდოდა თავისუფალი საქართველო?"- განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ ასევე შეაფასა ღარიბაშვილის განცხადება, რომ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო და საქართველოს პრემიერ-მინისტრს უახლოესი ისტორია შეახსენა.
"მავნებელ ღარიბაშვილს მივმართავ, უკრაინას თუ არ შეუძლია ნატოში წავიდეს და ამის გამო შეიძლება მასზე იძალადოს რუსეთმა, მაშინ საქართველოსაც არ ჰქონია არჩევანი. გაღიზიანდა პუტინი ნატოს გამოო - ქადაგიშვილს მივმართავ, "ეროვნული მოძრაობიდან" მოვდივარო, ხომ მოსწონს თავი, მაშინ რას აფრიალებდნენ საქართველოს თავისუფლების დროშას თუ ისევ საბჭოთა საქართველო უნდა გავმხდარიყავით?! რუსების სახელით, რუსულ ნარატივს აჟღერებს პრემიერ-მინისტრად წოდებული ღარიბაშვილი, რომ თურმე ნატოს გამო დაესხა თავს უკრაინას რუსეთი, ეს რას ჰგავს იცით? - ქალს მისდევდეს სექსუალური მანიაკი და თქვან, რომ პოლიციელთან შეიძლება დაასმინოს და ამის გამო მისდევსო და ნატო არის პოლიციელი, მოძალადეს ამართლებენ", - განაცხადა მანჯგალაძემ.