ვახტანგ გომელაური კრიმინოგენურ ვითარებაზე - სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად - საქართველო ერთ-ერთი  უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან შედარებითაც

დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან შედარებითაც, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ სიტუაციას შეეხებოდა.

მისივე თქმით, სტატისტიკა ამ მიმართულებით არ გაზრდილა და პირიქით, დაკლებულია.

„სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, მაგრამ სტატისტიკა, მათემატიკა იცით რა არის? ხომ იცით? მათემატიკაა ჩვეულებრივი. მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა გაიზარდა? არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთანაც“, - განაცხადა გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა